GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საქართველოს პრეზიდენტი საქართველოში წარმოებულ უპილოტო საჰაერო სისტემას გაეცნო
16:46 10.04.2012
დღის სიახლეები

დღეს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოში წარმოებულ უპილოტო საჰაერო სისტემას გაეცნო.

ახალი უპილოტო საჰაერო სისტემა გამოიცადა ურთულეს რელიეფურ და კლიმატურ პირობებში. იგი შედგება საჰაერო აპარატისა და სახმელეთო სეგმენტებისაგან. ფრენის მართვა ხორციელდება პროგრამული უზრუნველყოფით. საჰაერო აპარატი აღჭურვილია შიგაწვის ძრავით. აფრენა ხორციელდება პნევმატური კატაპულტის მეშვეობით.

უპილოტო საფრენი აპარატი წარმოადგენს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ  სისტემას. ის გამოიყენება რთული (საბრძოლო) მისიების წარმოების დროს, ასევე შემდეგი მიზნებისთვის:

•     სასაზღვრო პატრულირება

•     დაზვერვა/თვალთვალი

•     საჰაერო ფოტოგადაღება

•     დაზვერვა გეოფიზიკური მეთოდებით

•     სტიქიური უბედურებების მონიტორინგი

•     სანაპირო დაცვის უზრუნველყოფა

•     რადიაციის შემოწმება/კონტროლი

•     დღის/ღამის დაზვერვა

•     ბრძოლის ველის მეთვალყურეობა

•     მიზნის დადგენა

•     რადიო და რადიოტექნიკური დაზვერვა

•     ბრძოლის ველზე ზარალისა და მსხვერპლის შეფასება

 

მისი ტექნიკური მახასიათებლები კი ასე გამოიყურება: ფრენის ხანგრძლივობა – 8 საათი, ფრენის სიმაღლე – 100-3000 მეტრი, სიჩქარე – 60-160 კმ/სთ.

სასარგებლო ტვირთი - ორკამერიანი ვიდეოპლატფორმა, ფოტოკამერა, თერმული კამერა და ინფრაწითელი კამერა.

             

უპილოტო საჰაერო სისტემის გამოყენების დროს, საფრენი აპარატის მიწაზე დაშვებისას, იხსნება პარაშუტი და ამავე დროს იბერება უსაფრთხოების ბალიში ზედმეტი დაზიანების შემსუბუქების მიზნით. საფრენი აპარატის დაფრენისას პარაშუტი მაშინვე ავტომატურად იხსნება. სისტემა გამოიყენება ნებისმიერ კლიმატურ პირობებში და ასევე ტემპერატურის მნიშვნელოვანი გრადაციის შემთხვევაშიც.

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ფინანსთა მინისტრის პოსტზე ირაკლი მანაგაძის კანდიდატურა განიხილება1
ვანო მერაბიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა დაპირების შესრულებას ოპოზიციიდან შეეცდება2
პრეზიდენტმა თელავში იუსტიციის სახლი და „ნადიკვარის“ პარკი გახსნა (VIDEO)3
სირიაში აფეთქებას 17 ადამიანი ემსხვერპლა4
პრეზიდენტი ბორჯომში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X