ბაქრაძე: ბაღათურიას ქუთაისის ახალ პარლამენტში მოხვედრის რეალური შანსი – 26 მაისს აქვს
პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის შეფასებით, ოპოზიციონერ დეპუტატს,
ჯონდი ბაღათურიას ქუთაისის ახალ პარლამენტში მოხვედრის რეალური შანსი – 26 მაისს აქვს.
როგორც რეგლამენტში
განსახორციელებელი ცვლილებების განხილვისას, ბაღათურიას საპასუხოდ ბაქრაძემ
განაცხადა, წესით, ამ წინადადებას, ბაღათურია არ უნდა ეწინააღმდეგობოდეს.
„ბატონო ჯონდი, ქუთაისში თუ აპირებთ ჩასვლას, ყველაზე რეალური შანსი 26 მაისს გაქვთ და ინიციატივას ნუ ეწინააღდმეგებით“, – მოუწოდა ბაქრაძემ
ოპონენტს.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში პარლამენტის პლენარული სხდომა პირველად 26 მაისს გაიმართება. წარმოდგენილი 2012 წლის 1 მაისიდან, პარლამენტის პლენარული სხდომები შეიძლება როგორც თბილისში, ისე ქუთაისში ჩატარდეს.
Internet.ge