პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის დემონტაჟის პროცესი დღეს, დილით დაიწყო.
არსებული ინფორმაციით, იგეგმება დარბაზიდან აპარატურისა
და ინვენტარის გატანა, პრეზიდიუმის, ტრიბუნების, მაგიდების ნაწილ-ნაწილ დაშლა და ფიცრებად დანაწევრება.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, პარლამენტის პირველი რესპუბლიკის სახელობისა და ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზები
დაიცალა.
Internet.ge