თურქეთში იარაღის საწყობში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 25
სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, 4 კი დაიჭრა. ინფორმაციას თურქეთის გენშტაბიც ადასტურებს.
აფეთქება თურქეთის
ცენტრალურ ნაწილში, პროვინცია აფიონში იმდენად მძლავრი
იყო, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე
განთავსებული სახლებიც დააზიანა. მოსახლეობა გარბოდა, რადგან ჩათვალა, რომ
დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა.
ხელისუფლება აცხადებს,
რომ აფეთქება არ ყოფილა ტერაქტი ან დივერსია.
მათ მოუწოდეს მოსახლეობას, არ მიუახლოვდნენ შემთხვევის ადგილს, რადგან არავინ
იცის, სად შეიძლება ეგდოს აუფეთქებელი ყუმბარები.
Internet.ge