უბედური
შემთხვევა მოხდა ზარინის რაიონში. ორი თვის ბავშვი ეტლში იჯდა, მისი ახალგაზრდა
დედა კი დებთან ერთად მატარებელს ელოდებოდა და პატარას ყურადღებას არ აქცევდა.
მატარებლის
ლოდინში დები საუბარში ისე გაერთნენ, რომ ვერ შენიშნეს, როგორ გაგორდა საბავშვო
ეტლი სატვირთო შემადგენლობის ჩავლისას. ის ჰაერის ნაკადმა გაიყოლა.
დაგორებული
ეტლი პირველად ბავშვის დედამ შენიშნა, თუმცა ვეღარ მიასწრო და ეტლი ვაგონს
შეეჯახა. ბავშვი ეტლიდან გადავარდა და ძლიერად დაეცა ქვებზე.
საავადმყოფოში
პატარას ქალა-ტვინის მძიმე ტრავმები დაუდგინეს, ასევე აღენიშნება მრავლობითი მოტეხილობები.
ახლა
სამართალდამცველები ფაქტზე მოკვლევას ატარებენ.
internet.ge