საქართველოს
შინაგან სამეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა დღეს ყოველწლიური დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა გამართა.
შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე უწყების მიერ წარმოდგენილი იყო ჩატარებული კვლევების შესაბამისად გამოვლენილი საჭიროებები. პრეზენტაცია, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა
სტუმრებს წარუდგინეს, მოიცავდა ინფორმაციას ყველა იმ საჭიროებების შესახებ, რაც გააჩნია სამინისტროს სხვადასხვა ქვედანაყოფებს ტრეინინგებისა თუ შესაძლებლობების
გაუმჯობესების
კუთხით. განხილული იყო სისხლის სამართლის რეფორმის ფარგლებში პოლიციის სამოქმედო გეგმის პროგრესი და 6 თვიანი შესრულების ანგარიში. შეხვედრის დასასრულს ერთობლივი პროექტების განხორციელების სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.
შეხვედრას
საერთაშორისო
და არასამთავრობო ორგანიზაციების,
ევროკავშირის
წევრი ქვეყნებისა და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები
დაესწრნენ.
internet.ge