აშშ-ის ფლორიდას შტატში სანაპიროზე წყალმა 22 ვეშაპი
გამორიყა.
სანაპირო დაცვის სამსახურისა და ვეტერინართა
მცდელობის მიუხედავად, მხოლოდ 5 მათგანის გადარჩენა მოახერხეს.
ველური ბუნების დაცვის კომიტეტის წარმომადგენელმა
კარლ სიჯენსონმა განაცხადა, რომ გადარჩენილი ვეშაპები სარეაბილიტაციო ცენტრში
მოათავსეს.
მისი თქმით, ცხოველებს თვითმკვლელობა, შესაძლოა, წყლის პარაზიტებმა აიძულეს,
რომლებიც მათ ტვინს აზიანებენ და კურსს უცვლიან.
რატომ გამოცურეს ვეშაპებმა ნაპირისკენ, როცა ისინი,
ზოგადად, წყლის სიღრმეებს ეტანებიან, მეცნიერები მათი გაკვეთის შემდეგ დაადგენენ.
Internet.ge