მიხეილ სააკაშვილი: მომავალ წლებში ყურძნის ჩაბარების პირობები კიდევ უფრო გაუმჯობესდება
საქართველოს პრეზიდენტი ჭიკაანის ღვინის ქარხანას ესტუმრა და ყურძნის ჩაბარების პროცესს დაესწრო.
მიხეილ სააკაშვილი მომსახურე პერსონალსაც გაესაუბრა და ინფორმაცია ყურძნის ჩაბარების პირობებისა და ფასის შესახებ, მან ადგილობრივებისგანაც მიიღო. პრეზიდენტის თქმით, მომავალ წლებში პირობები კიდევ უფრო გაუმჯობესდება.
გლეხებთან საუბრისას, ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, რომ ქართული ღვინის მაღალი ხარისხი მომდევნო წლებშიც უნდა შენარჩუნდეს, ამასთან, აუცილებელია ქართული ღვინის პოპულარიზაცია და გასაყიდი ღვინის რაოდენობის ზრდა.
როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, მხოლოდ ასე შეძლებს ქვეყანა სათანადო ადგილის დამკვიდრებას საერთაშორისო ბაზარზე.
internet.ge