რუსული მხარე
ვერ აუდის ხალხის ნაკადს, რომლებსაც საქართველოს ტერიტორიაზე შესვლა
საკონტროლო-გამშვები პუნქტის „ზემო ლარსის“ გავლით სურთ. ამის გამო „ზემო ლარსი“
მუშაობის 24-საათიან რეჟიმზე გადადის.
როგორც
საკონტროლო-გამშვები პუნქტის ხელმძღვანელის მოადგილე ანდრეი აჟგიბისოვი აცხადებს,
ყველაფერი კეთდება, რათა დაჩქარდეს გამავლობა.
„საბაჟო
სამსახურიც ხელს გვიწყობს ამ პროცესში. ვხსნით დამატებით ხაზებს და ვიძახებთ
დამატებით ჯგუფებს“ - განაცხადა მან „გრუზია ონლაინთან“ საუბარში.
აჟგიბისოვის
თქმით პუნქტი კაპიტალური რეკონსტრუქციის შემდეგ, ცოტა ხნის წინ გაიხსნა და ყველაზე
თანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი.
internet.ge