ხიდაშელი: სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას კომპენსაცია შერჩევითი პრინციპით ურიგდება
კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი
წევრი თინა ხიდაშელი ირწმუნება, რომ სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ხელისუფლება კომპენსაციებს შერჩევითი პრინციპის საფუძველზე ურიგებს.
როგორც კოალიციის ოფისში სპეციალურ
ბრიფინგზე ხიდაშელმა აღნიშნა, ხელისუფლებამ პრობლემის ადეკვატურად მოგვარება დღემდე ვერ მოახერხა.
"ამ შემთხვევაში,
მოსახლეობა
სამ ძირითად პრობლემას აწყდება. პირველი ის არის, რომ კომპენსაციების დარიგება ხდება პოლიტიკური ნიშნით, 1500 ლარს აძლევენ იმათ, ვინც ხელისუფლების მიმართ ლოიალურია, მეორე პრობლემა ისაა, რომ მიყენებული ზარალის არაპროპორციული და არაადეკვატური დათვლა მოხდა და მესამე პრობლემა ისაა, რომ 4 სოფლის მოსახლეობა უარით გამოისტუმრეს, რადგან უთხრეს, რომ მათ ვენახი და ნათესები არა ახლა, არამედ წინა სტიქიის დროს გაუნადგურდათ", - განაცხადა ხიდაშელმა.
internet.ge