GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
კონსტანტინე ვარძელაშვილი ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრად აირჩიეს
14:10 07.09.2012
დღის სიახლეები
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 6 სექტემბერს, ნიუ იორკში, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის მონაწილე 167 სახელმწიფოს წარმომადგენლიდან 133-მა მხარი დაუჭირა საქართველოს მიერ წარდგენილი კანდიდატის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის, პროფესორ კონსტანტინე ვარძელაშვილის წევრობას ადამიანის უფლებათა კომიტეტში  2013-2016 წლების ვადით.

კომიტეტი ადამიანის უფლებათა სამართლის სფეროში აღიარებული 18 დამოუკიდებელი ექსპერტისაგან შედგება და მისი ამოცანაა სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის წევრ-სახელმწიფოთა მიერ შესრულების ზედამხედველობა. 

პაქტის მონაწილე სახელმწიფოები რეგულარულად წარუდგენენ კომიტეტს ანგარიშებს ქვეყანაში პაქტით გათვალისწინებული უფლებების დაცვის თაობაზე. მოქალაქეებს ასევე შეუძლიათ საჩივრის შეტანა კომიტეტში მათი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით. კომიტეტის წევრთა ნახევრის როტაცია ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ხდება.

პროფესორი ვარძელაშვილის არჩევა ქართული იურიდიული სკოლის საერთაშორისო აღიარება და საქართველოს დიპლომატიის მნიშვნელოვანი წარმატებაა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანდიდატმა კენჭისყრისას ყველაზე მეტი ხმა დააგროვა. 2013-2016 წლებში კომიტეტის ახალი წევრები იქნებიან ასევე გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ისრაელის, ალჟირის, ეგვიპტის, არგენტინის, მავრიკისა და კოსტა რიკის წარმომადგენლები.

ეს წარმატება კიდევ ერთი ნაბიჯია საქართველოს საგარეო პოლიტიკური სტრატეგიის განხორციელებაში, რაც ადამიანის უფლებების მხრივ ქვეყნის საერთაშორისო პრესტიჟის განმტკიცებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს როლის ზრდას გულისხმობს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის პაქტის მონაწილე ყველა ქვეყანას მხარდაჭერისთვის, გულითადად ულოცავს ბატონ ვარძელაშვილს ამ გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს მისი ახალი, მნიშვნელოვანი მისიის განხორციელებისას.

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
თბილისმა თურქეთთან აფხაზეთის პორტში თურქული გემების შესვლის საკითხი დააყენა1
ლონდონში, ჰითროუს აეროპორტში ტერორიზმში ეჭვმიტანილი 50 წლის მამაკაცი დააკავეს2
აზერბაიჯანმა სომხეთს ყარაბაღის ოკუპაციით მიყენებული ზარალის ანგარიში წარუდგინა3
ხათუნა კალმახელიძეს გიორგი ტუღუში შეცვლის4
აფხაზეთში ინტენსიური წრთვნები მიმდინარეობს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X