კამპანიის -
„ეს შენ გეხება“ მონაწილე ორგანიზაციებმა, ხელისუფლებისადმი მიმართვა გაავრცელეს.
ორგანიზაციები ითხოვენ: შეიქმნას გარანტიები, რათა Must Carry-სა და Must offer-ის პრინციპების მოქმედება
გაგრძელდეს ციფრულ მაუწყებლობაზე
გადასვლამდე.
ასევე ითხოვენ დაუყოვნებლივ მოიხსნას ყადაღა მედია
საშუალებების კუთვნილ სატელიტურ ანტენებზე, უზრუნველყოფილ იქნას სატელიტური
ანტენების გავრცელების შესაძლებლობა და ხელისუფლებამ ნაცვლად ყადაღისა, გამოიყენოს
მონიტორინგის სათანადო მექანიზმები.
როგორც „ეს შენ
გეხება“ მონაწილე ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, Must
Carry-სა და Must offer-ის ამოქმედებამ
მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მრავალფეროვან ინფორმაციაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის
თვალსაზრისით, თუმცა, ინფორმაციის მიღება მოქალაქეთა მნიშვნელოვანი ნაწილისთვის
კვლავ შეზღუდულია.
„დღეისათვის
საქართველოს ხელისუფლებას არ გამოუხატავს
მზადყოფნა Must Carry-სა და Must
offer-ის არჩევნების დღის შემდგომ გაგრძელებასთან დაკავშირებით და ჯერჯერობით არ
შექმნილა შესაბამისი მექნიზმები აღნიშნული პრინციპების გაგრძელებასთან
დაკავშირებით, რაც არჩევნების დღეს და მის
შემდეგ მოქალაქეებისთვის ინფორმაციის მიღების შეზღუდვის სერიოზულ საფრთხეს
წარმოადგენს. ასევე, სხვადასხვა ორგანიზაციების კუთვნილი სატელიტური ანტენების
დაყადაღების ფაქტი, საკმარისი და სათანადო სამართლებრივი საფუძვლების გარეშე, უნდა
განვიხილოთ, როგორც ფართო საზოგადოების ინფორმაციის მიწოდების შეზღუდვა, რაც
წინააღმდეგობაში მოდის ხელისუფლების საჯარო განცხადებებთან იმასთან დაკავშირებით,
რომ ის მზად არის ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის“,- ნათქვამია
განცხადებაში.
internet.ge