ჩინეთში, პროვინცია იუნიანსა და გუანჩჟოუში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ 89-ს
მიაღწია, დაახლოებით 700 ადამიანი კი დაშავებულია. განადგურებულია 6650 საცხოვრებელი სახლი.
მისიწძვრამ ზიანი მიაყენა რაიონის
ინფრასტრუქტურასაც - ძირითადად გზებს, წყალმომარაგებისა და ელექტრომომარაგების
სისტემებს.
ამ დროისათვის ადამიანთა რაოდენობა, რომელებიც
დროებით საცხოვრებელში სასწრაფოდ უნდა განათავსონ, 200 ათასს აჭარბებს.
ხელისუფლება აცხადებს, რომ მსხვერპლის რაოდენობა,
სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება.
მიწისძვრა ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში გუშინ
დილით ორჯერ მოხდა. მისი სიმძლავრე 5,7 და 5,6 მაგნიტუდა იყო.
Internet.ge