სირბილში ოლიმპიური
ჩემპიონის ტიანა მედისონის მშობლებმა დაიანგარიშეს და დაადგინეს, რომ შვილისგან მიყენებული მორალური ზიანის
საკომპენსაციოდ, სულ რაღაც, 25-25 ათასი დოლარი სჭირდებათ. მათ უკვე
შეიტანეს სარჩელი სასამართლოში.
რობერტ და ჯო ენ
მედისონები შვილს იმაში ადანაშაულებენ, რომ თითქოსდა, აშშ-ის ნაკრებში მყოფმა
ჩემპიონმა ნათესავებს შორის და თავის საცხოვრებელ რაიონში გაავრცელა ხმები, რომ მისი
მშობლები ძალიან ეგოისტები არიან, ემუქრებოდნენ მას, ასევე ატყუებდნენ ფინანსურ
საკითხებში და ა.შ.
მშობლები სასარჩელო
განცხადებაში წერენ, რომ ძალიან „მოყვარულები და პასუხისმგებლობის გრძნობის
მქონენი არიან“ და ამ საქციელს შვილს არ აპატიებენ. ამიტომაც ახლა, ჩემპიონი
ქალიშვილისგან მიყენებული მორალურ ზიანის ფულით კომპენსირებას მოითხოვენ.
Internet.ge