არქტიკაში, Diavik
Diamond Mine-ს საბადოზე მომუშავე ადამიანები უჩვეულო მოვლენის მოწმენი გახდნენ.
მათ მოასწრეს კადრების გადაღება, როცა ცაში, ამოუცნობი მფრინავი
ობიექტის მსგავსი რამ შენიშნეს და ფოტოები საიტ conspiracyhq.com-ს გაუგზავნეს.
თვითმხილველები დარწმუნებულები არიან, რომ ეს მფინავი თეფში იყო,
საიტის მომხმარებლები კი გამოთქვამენ აზრს, რომ ფოტოებზე ცის კარია დაფიქსირებული,
რომელიც უცხოპლანეტელებმა გახსნეს.
თავად ბლოგის ავტორი არ გამორიცხავს, რომ ეს სამხედრო
ოპერაციების შედეგია, მაგალითად, შესაძლებელია, რომ ანტისარაკეტო ფარის მუშაობას
ამოწმებდნენ.
Internet.ge