ბავშვის
მამამ ცოლზე შურისძიება გადაწყვიტა და 4 წლის შვილი თავისი ხელით ჩამოკიდა თოკზე.
მეუღლეები
გაშორებულები იყვნენ - დედა და ბავშვი ერთად ცხოვრობდნენ, მამა კი დედამისთან
გადავიდა საცხოვრებლად.
მან
შვილი რამდენიმე დღის წინ თავისთან წაიყვანა. მეუღლე ამაში ხელს არ უშლიდა, რადგან
იცოდა, რომ მისი 29 წლის ექს-ქმარს ძალიან უყვარდა იგორი, მაგრამ
სიტუაცია უცბად უკონტროლო გახდა.
29
წლის მამაკაცმა დედამისი, ანუ ბავშვის ბებია მეზობელთან გაისტუმრა, იგორი სარდაფში
ჩაიყვანა, მერე ცოლს დაურეკა და უთხრა, რომ დაბრუნებულიყო მასთან, თორემ თავს
მოიკლავდა, რაზეც ცინიკური პასუხი მიიღო - ქალმა მას წარმატებები უსურვა და უთხრა,
რომ ვერ ხედავს თავის მომავალს ნარკომანთან.
როგორც
მოგვიანებით მამაკაცმა თავად თქვა, მან საკუთარი თავის კონტროლი დაკარგა, თოკით
ორი ყულფი გააკეთა, ჯერ ბავშვი ჩამოკიდა, მერე კი თავად გაყო თავი.
სწორედ ამ მომენტში შევიდა ბებია სარდაფში, რომელმაც უსწრაფესად, პანიკის გარეშე
მოახერხა შვილისა და შვილიშვილის თოკებიდან ჩამოხსნა და გადარჩენა.
Internet.ge