თურქეთის სანაპიროსთან არალეგალი მიგრანტებით სავსე
გემის ჩაძირვის შედეგად 31 ბავშვია დაღუპული. ამის შესახებ თურქეთის პროვინცია
იზმირის ხელმძღვანელი იუწყება.
როგორც ცნობილია, გემზე ძირითადად სირიელი და
ერაყელი დევნილები იმყოფებოდნენ, დაახლოებით 100 ადამიანი. მათ შორის უმრავლესობა
სწორედ ბავშვები და ქალები იყვნენ.
ამ დროის მონაცემებით სულ დაღუპულია 61 ადამიანი.
43 მათგანის ცხედარი ახლობლებმა უკვე ამოიცნეს.
დაკავებულია გემის კაპიტანი და მისი თანაშემწე.
ჯერჯერობით ცნობილია მხოლოდ ის, რომ რეისის
ორგანიზატორები დევნილებს დიდ ბრიტანეთში ჩაყვანას დაპირდა.
Internet.ge