აღსრულების ეროვნულ ბიუროში სტრატეგიული დაგეგმარების სამუშაო შეხვედრები გაიმართება
11 და 12 აპრილს აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრატეგიული დაგეგმარებისადმი მიძღვნილი სამუშაო შეხვედრები გაიმართება.
აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, შეხვედრები, სიდა-ს პროექტის ფარგლებში შვედეთის სააღსრულებო სააგენტოს მიერაა ორგანიზებული.
სამუშაო სემინარს შვედი ექსპერტები: პიტერ კაბენესი და მაგნუს
ვესტერსტრომი
წარუძღვებიან,
რომლის მთავარი მიზანია აღსრულების ეროვნული ბიუროს მმართველი გუნდისთვის საერთაშორისო აპრობირებული მეთოდებისა და მოდელების
წარდგენა,
ასევე შვედეთის სააღსრულებო სააგენტოს მიერ გამოყენებულ პრაქტიკის გაზიარება.
სამუშაო
სემინარების
შედეგად, აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები მიიღებენ ცოდნას ორგანიზაციული მართვის სტრატეგიული დაგეგმარების მიდგომებსა და პრაქტიულ
მეთოდებზე.
Internet.ge