მარსმვლელ Curiosity-ის მიერ წითელ პლანეტაზე
გადაღებულ ფოტო-ვიდეო მასალაში ძალიან დაკვირვებულმა და აღმოჩენების მოყვარულმა ადამიანებმა
უცნაური საგნები ამოიცნეს.
ერთ-ერთმა ბლოგერმა - მოყვარულმა-მკვლევარმა კი
მარსზე არც მეტი, არც ნაკლები, ფეხსაცმელი და ხვლიკი დაინახა.
მისივე თქმით, არ იცის, ეს სინათლის სხივების
თამაშია თუ არა, მაგრამ უდავოდ მიაჩნია ის ფაქტი, რომ ფოტოზე ხვლიკი და ფეხსაცმელი
გარკვევით ჩანს.
„ბოლო აღმოჩენა“ მარსზე ჯერ კიდევ მიმდინარე წლის
აპრილში გააკეთეს, როცა ნასას აპარატურამ „სპილოს თავი“ გადაიღო, თუმცა შემდეგ
გაირკვა, რომ გამოსახულება ლავის ნაკადმა წარმოქმნა.
Curiosity კი აგრძელებს მოგზაურობას და თავის კვალს
ტოვებს წითელ პლანეტაზე.
Internet.ge