ლევან ვარშალომიძემ ჩაქვის განახლებული პარკი დაათვალიერა
16:18 09.09.2012
|
დღის სიახლეები
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, აჭარის არ. მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ ქობულეთის მუნიციპალიტეტის წარმომდგენლებსა და მოზარდებთან ერთად ჩაქვის განახლებული პარკი მოინახულა.
ლევან ვარშალომიძემ ადგილობრივებთან მიმდინარე წელს ტურისტების რაოდენობის მატებაზე ისაუბრდა და აღნიშნა, რომ სამომავლოდ ვიზიტორების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება, ამის გარანტი კი, მოწერიგებული ინფრასტრუქტურაა.
პარკის რეაბილიტაცია მაისში დაიწყო და ერთი თვის წინ დასრულდა. მოეწყო სასეირნო ბილიკები, ატრაქციონები და სხვა გასართობი საშუალებები, დამონტაჟდა ხელოვნური ჩანჩქერი და განათების სისტემაც. ასევე, დაირგო სხვადასხვა სახეობის ხე–მცენარეები.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|