ივანიშვილი ლაფანყურის სპეცოპერაციას გამოეხმაურა
18:21 09.09.2012
|
დღის სიახლეები
|
ბიძინა ივანიშვილი ლაფანყურის სპეცოპერაციას გამოეხმაურა და განაცხადა რომ ეს არ იყო "ქართული ოცნება", თუმცა დასძინა, რომ ვინაიდან არ იცის ზუსტად რა მოხდა, ამ საკითხს პოლიტიკურად არ ჩაუღრმავდება.
იგი ქისტებს დაპირდა, რომ ამ საქმეს გამოიძიებს და ნათელს მოჰფენს.
"შეიძლებოდა ამ ამბის უსისხლოდ დამთავრება. გლოვა და უბედურება მოუტანა ამან ქართველ და არამარტო ქართველ დედებს", - განაცხადა კოალიციის ლიდერმა და ჟურნალისტების მიერ მიწოდებული ინფორმაციებზე ისაუბრა.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|