სასიკვდილო ციებ-ცხელების
- ებოლის აფეთქება დაფიქისრდა კონგოს ცენტრალურ ნაწილში, სადაც დაავადებამ,
აგვისტოს თვეში 15 ადამიანი იმსხვერპლა.
ექსპერტების აზრით,
ეპიდემიის გავრცელებას ხელს უწყობს მოსახლეობის არაინფორმირებულობა იმის შესახებ,
თუ როგორ ხდება ინფიცირება.
ამასთან, ადგილობრივები უარს არ ამბობენ ისეთ რიტუალებზე, რომლის დროსაც ახლო
კონტაქტი აქვთ მიცვალებულთა ცხედრებთან.
ექსპერტები არ
გამორიცხავენ, რომ ებოლის შედეგად სიკვდილიანობამ 90% მიაღწიოს. ამ დაავადების
საწინააღმდეგო ვაქცინა და წამალი არ არსებობს.
ინფიცირება სისხლთან
შეხებით გადადის, ასევე სხვადასხვა გამონადენებთან კონტაქტისას, მათ შორის
ინფიცირებული ადამიანის ოფლთან.
ებოლი ანადგურებს
სისხლძარღვებს და ტემპერატურის მატებასა და შინაგან სისხლდენას იწვევს.
Internet.ge