დღეიდან საქართველოს 400 სკოლაში სასკოლო სახელმძღვანელოები
გაიყიდება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ფოსტას შორის
გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მოსწავლეებს წიგნების გამოწერა სახლიდან
გაუსვლელად ფოსტის ვებ გვერდზეც შეეძლებათ.
საქართველოს ფოსტის ინფორმაციით, კლიენტი წიგნს თბილისიდან გამოწერის
შემთხვევაში 24 საათში, რეგინებიდან კი, 48 საათის განმავლობაში მიიღებს.
შემოთავაზება 8 ოქტომბრამდე იმოქმედებს.
Internet.ge