კომპანია
„ჯეოსელი“ გარკვეული შეფერხებებით მუშაობს. ამასთან დაკავშირებით, კომპანიამ
სპეციალური განცხადება გაავრცელა.
„ჯეოსელში“
განმარტავენ, რომ შეფერხება 2 ოპტიკური კაბელის დაზიანებამ გამოიწვია.
“სასტუმრო რედისონის
მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები, რომლის მსვლელობისას,
ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, მოხდა 2 ოპტიკური კაბელის დაზიანება.
შედაგად შეიქმნა შეფერხება. ამჟამად მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები შეფერხების
აღმოსაფხვრელად“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
internet.ge