დამთავრდა
პროექტი „მძინარე მზეთუნახავი“, რომელიც კიევში ტარდებოდა და რომლის ფარგლებშიც 5
უკრაინელი ლამაზმანი პრინცის მოლოდინში თვალდახუჭული იწვა ერთ-ერთი მუზეუმის
საგამოფენო დარბაზში.
ჩანაფიქრის
თანახმად, ისინი „პრინცს“ ელოდნენ ანუ, დარბაზში შედიოდნენ მამაკაცები და
კოცნიდნენ გოგონებს, ხოლო ვის ამბორზეც მზეთუნახავი თვალს გაახელდა, ცოლადაც მას უნდა
გაჰყოლოდა. ამაზე ორივე მხარე წინასწარ აწერდა ხელს და სპეციალურ საბუთებს
აფორმებდა.
თუმცა მამაკაცები
გაწბილებულები დარჩნენ.
ძლიერი სქესის
წარმომადგენლებმა ვერც ერთი გოგონას მოხიბვლა ამბორით ვერ მოახერხეს. პროექტის ბოლო
დღეს კი საოცრება მოხდა: მზეთუნახავმა თვალი გაახილა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მას
ქალი კოცნიდა.
შესაბამისად,
ქორწილი არ შედგა, მამაკაცები კი გაოგნებულები დარჩნენ.
Internet.ge