მხოლოდ იმ აბიტურიენტებს, რომელთაც 4
გამოცდაში (3 სავალდებულო და 1 არჩევითი საგანი) გადალახეს მინიმალური
კომპეტენციის ზღვარი, უფლება აქვთ გააკეთონ ხელახალი არჩევანი და შესაბამისი
კონკურსის გათვალისწინებით მოხვდენენ უმაღლეს სასწავლებლებში.
ონლაინ რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება
გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge.
რეგისტრაცია დღეიდან დაიწყება და 13 სექტემბრამდე
გაგრძელდება.
განათლების
სამინისტროს ინფორმაციით,
ხელახალი რეგისტრაცია აღარ არის საჭირო, აბიტურიენტები გამოიყენებენ იმავე
ელექტრონულ ფოსტას და პაროლს, რაც ჰქონდათ პირველადი რეგისტრაციის დროს. აბიტურიენტს უფლება აქვს აირჩიოს
საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პროგრამა, არაუმეტეს ოცისა.
„გაითვალისწინეთ, რომ თქვენთვის
სასურველი პროგრამების ჩამონათვალის გაკეთებისას, უფლება გაქვთ აირჩიოთ მხოლოდ ის
საგანმანათლებლო პროგრამა, სადაც უმაღლეს დაწესებულებას მეოთხე არჩევით საგნად
მითითებული აქვს ის საგანი, რომელიც ჩააბარეთ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და
გადალახეთ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. ჩარიცხვა მოხდება საკონკურსო
ქულის გათვალისწინებით“,- აცხადებენ სამინისტროში.
internet.ge