GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება
09:47 11.09.2012
დღის სიახლეები

დღეს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია და „დინამო არენაზე“ სრულ ანშლაგს ელოდებიან.

10 სექტემბერს, მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - თემურ ქეცბაიამ. შემდეგ კი, მოედანზე გადაინაცვლა და გუნდთან ერთად ივარჯიშა.

„ბიჭებმა ძალიან კარგად იციან, ვის წინააღმდეგ მოუწევთ თამაში. არანაირი ფსიქოლოგიური ზეწოლა არ არსებობს და ესპანელთა უძლეველობის ფაქტორმა, შესაძლოა, ჩვენზე იმაზე დადებითად იმოქმედოს, ვიდრე წარმოგვიდგენია. ძალიან მიხარია, რომ ჩემს ფეხბურთელებს ესპანელთა წინააღმდეგ თამაშის საშუალება აქვთ. ეს მათი შანსია, რომ ვაჟკაცურად იბრძოლონ და თავი გამოიჩინონ. ბელარუსთან გამარჯვებამ ძალიან დადებითად იმოქმედა. შედეგს რაც შეეხება, წაგების გარდა, ჩვენ ყველანაირი შედეგი დაგვაკმაყოფილებს. სამწუხაროა, რომ ჯანო გაცივდა, სიცხე აქვს და წევს. ის, სავარაუდოდ, ვერ ითამაშებს... ვინც მოედანზე გავა, ის ასი კი არა, ორასი პროცენტით უნდა იყოს მზად! მოკლედ, ჩვენ გავალთ და ყველაფერს ჩავდებთ ამ თამაშში; დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება“ - განაცხადა ქეცბაიამ.

საქართველოს ნაკრების წინასამატჩო ვარჯიში ღია იყო და მას გულშემატკივართა საკმაო რაოდენობაც დაესწრო, რომლებიც საყვარელ გუნდს და ფეხბურთელებს შეძახილებითა და სიმღერებით ამხნევებდნენ.

საქართველოსა და ესპანეთის შეხვედრა 21:30 წუთზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს მსოფლიოში ცნობილი ტელეარხები და რადიოები პირდაპირ ეთერში გადასცემენ. მატჩს ნორვეგიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გულშემატკივარს აფრთხილებს, რომ სტადიონის შესასვლელები 2 საათით ადრე გაიღება და სასურველია დასწრების მსურველებმა დროულად მოახერხონ სტადიონზე მისვლა. შესასვლელებსა და მთლიანად სტადიონზე გამკაცრებული იქნება უსაფრთხოების ზომები.  

ფეხბურთის ფედერაცია ასევე, თხოვს გულშემატკივრებს სტადიონზე მიბრძანდნენ ჩვენი ეროვნული დროშის ფერებში ჩაცმულები. 

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო1
გიორგი გოზალიშვილმა საპარლამენტო უმცირესობა დატოვა2
პარლამენტი ახალ მინისტრთა კაბინეტს ხვალ დაამტკიცებს3
პარლამენტში კოალიცია "ქართულ ოცნებას" - 85 მანდატი, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" კი - 65 ექნება4
აჭარის უმაღლეს საბჭოში "ქართულ ოცნებას" 13, "ნაციონალურ მოძრაობას" კი 8 დეპუტატი ეყოლება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X