ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული მამა-შვილის ჯანმრთელობის
მდგომარეობა სტაბილურია. ისინი ჯილეხის დიაგნოზით კლინიკაში გუშინ,
ფონიჭალიდან გადმოიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ მათ კუთვნილ პირუტყვს
მანქანა დაეჯახა, ოჯახმა კი მკვდარი საქონლის დამუშავება გადაწყვიტა.
მამა-შვილს სიმპტომები მომხდარიდან სამ დღეში გამოუვლინდა. იგივე
დიაგნოზით განაგრძნობს მათი მეზობელი რუსთავის საავადმყოფოში მკურნალობას, ისიც საქონლის
ხორცის დამუშავებაში იღებდა მონაწილეობას.
Internet.ge