ქალაქ მალჰაუსში მომხდარი ავარიის შედეგად, მინიმუმ, სამი ადამიანი
დაიღუპა, ოცმა კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო.
მარსელისკენ მიმავალი ავტობუსი, რომელსაც პოლონელი ტურისტები
გადაჰყავდა, საფრანგეთის, გერმანიისა და შვეიცარიის საზღვარზე გადაბრუნდა. მასში
65 მგზავრი იმყოფებოდა.
რამდენიმე ადამიანი ჯერჯერობით ისევ ავტობუსის ქვეშაა მოყოლილი, 8
დაშავებულის მდგომარეობა კი კრიტიკულად ფასდება.
ტრაგედიის მიზეზები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
internet.ge