საქართველოს
პრემიერ-მინისტრის, ნიკა გილაურის
აპარატი, სკოლის მოსწავლეებისათვის ფოტო-კონკურსს - „ჩემი საყვარელი სპორტი“
აცხადებს.
კონკურსის
ფარგლებში მოსწავლეებმა აღნიშნულ თემაზე უნდა გადაიღონ ფოტო და შემდგომ
პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ facebook- ის გვერდზე http://on.fb.me/potokonkursi ატვირთონ.
პრემიერ-მინისტრის
აპარატის ინფორმაციით, სურათი უნდა იყოს ორიგინალური (არა ინტერნეტ სივრცეში ნაპოვნი) და ფოტო უნდა წარმოადგენდეს მთლიანად სკოლას და არა ინდივიდუალურად ერთ მოსწავლეს.
გამარჯვებული სკოლა ხმის მიცემის შედეგად გამოვლინდება და საშუალება ექნება სამიდან ერთ–ერთი საჩუქარი: სმართბორდები, სპორტული დარბაზი ან მომავლის კლასი აირჩიოს.
Internet.ge