აეროდრომის დასახლებაში 2 სართულიანი საცხოვრებელი სახლის მეორე
სართული მთლიანად დაიწვა.
არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლს ხანძარი მაშინ გაუჩნდა,
როდესაც მობინადრეები შინ არ იმყოფებოდნენ.
როგორც დაზარალებულები ყვებიან განადგურებულია საყოფაცხოვრებო ინვენტარი.
საცხოვრებელ სახლში 5 ოჯახი ქირით ცხოვრობს. ხანძრის გამომწვევ
მიზეზებს სამართალდამცავები სწავლობენ.
ამ დოისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე 6 საზანძრო და ერთი
სამაშველო მანქანა მუშაობდა.
დაზარალებულებს ისანი-სამგორის გამგეობა შესაბამის დახმარებას დღესვე
აღმოუჩენს.
internet.ge