პოლიტიკური პარტია “ქართული დასი” 2 ოქტომბრიდან
მშვიდობიან აქციებს გამართავს.
ამის შესახებ განცხადება პარტიის ლიდერმა ჯონდი
ბაღათურიამ გააკეთა.
მისი თქმით, აქციები თბილისისა და ქუთაისის
პარლამენტის შენობების წინ გაიმართება. აქციის ჩატარებაზე განაცხადის შეტანას კი,
პარტია ხვალ გეგმავს.
ბაღათურიას განცხადებით, ამ გამოსვლებით პარტია
ან არჩევნების სასურველ შედეგებს იზეიმებს, ან არაობიექტური შედეგების შემთხვევაში
ხმების დაცვას მოითხოვს.
internet.ge