GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
დასაქმების მსურველთა გადამზადება მიმდინარეობს
16:12 11.09.2012
დღის სიახლეები

თბილისის მერიის ინიციატივით, სხვადასხვა პროფესიაში დასაქმების მსურველთა გადამზადება მიმდინარეობს. თბილისის მერი გიგი უგულავა დღეს, პროფესიულ კოლეჯში პრაქტიკულ მეცადინეობას დაესწრო, დასაქმების მსურველებს გაესაუბრა და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

მერია მოქალაქეთა დასაქმების მიზნით, მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. ნებისმიერ თბილისელს შესაძლებლობა აქვს, სახლთან ახლოს მდებარე, რაიონულ მუნიციპალიტეტში არსებულ დასაქმების მსურველთა ბაზაში დარეგისტრირდეს.

მერია თანამშრომლობს კერძო სექტორთან, შესაბამისად ყოველდღიურად იღებს ინფორმაციას ვაკანსიების შესახებ და ბაზაში დარეგისტრირებულ პირებს მუშაობის დაწყებაში ეხმარება. თბილისის მერიის ინიციატივით, ასევე მიმდინარეობს დასაქმების ბაზაში დარეგისტრირებულ პირთა  პროფესიული გადამზადება. ერთ-ერთი სასწავლებელი, სადაც დასაქმების მსურველები კვალიფიკაციას იმაღლებენ კოლეჯი „სპექტრია“.

„სპექტრი“ მრავალპროფილიანი პროფესიული სასწავლებელია, რომელიც სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს. სასწავლებელში ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გადამზადების ინტენსიური კურსი გაიაროს, გახდეს კონკურენტუნარიანი და წარმატებით დასაქმდეს. თბილისის მერიის პროგრამით, ამჟამად აღნიშნულ პროფ. სასწავლებელში მებათქაშისა და კალატოზის პროფესიას 42 ადამიანი ეუფლება. გადამზადების კურსის გავლის შემდეგ, თითოეული მათგანი შესაბამის პოზიციაზე დასაქმდება. 

internet.ge



აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
"პრესა.ჯი"-სა და "დრონი.ჯი"-ს სრულფასოვნად ფუნქციონირება აღდგენილია1
ვალდას ზატლერსი: „ჩვენ გაურკვევლობის ეპოქაში ვცხოვრობთ"2
რუსებმა აფხაზურ მანდარინს „იმიჯი შეულახეს“3
ფოტორეპორტაჟი პოლიციის აკადემიიდან4
ვასილ ჭყოიძე გარდაიცვალა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X