ბაჩო ახალაიამ ლიტველ კოლეგას უმასპინძლა
17:57 11.09.2012
|
დღის სიახლეები
|
საქართველოს
შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაია ლიტველ კოლეგას - არტურას მელიანასს
შეხვდა.
შეხვედრას მინისტრების მოადგილეები და დეპარტამენტების დირექტორები
ესწრებოდნენ. მხარეებმა შინაგან საქმეთა სამინისტოში მიმდინარე
რეფორმებზე, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაზე და საქართველოს
შსს-სა და ევროპოლს შორის თანამშრომლობის დამყარების პროცესის შესახებ
ისაუბრეს.
შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ლიტვასა და საქართველოს შორის
სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.
ლიტვის დელეგაცია საქართველოში 9
სექტემბერს ჩამოვიდა. მათ შეხვედრები გამართეს შსს აკადემიაში, ასევე
გაეცნენ 112 - ის მუშაობას. არტურას მელიანასი საქართველოს ხვალ დატოვებს. internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|