ხარაგაულში გაზიფიცირების პროცესი დაიწყო. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს, ადგილზე იმყოფებოდა, სადაც მოსახლეობას შეხვდა და მათ სიტყვით მიმართა.
პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნაში ბევრი რამ არის გასაკეთებელი, ბევრია ასაშენებელი და ქვეყანა წინ უნდა წავიდეს.
ქვეყნის პირველი პირის თქმით, ხარაგაულის გაზიფიცირება იწყება და გაზი ყველა ოჯახში შევა იმაზე ნაკლებ ფასად, ვიდრე მათ გაზის ბალონები უჯდებათ.
ხარაგაულში ასევე ახალი სპორტის სასახლე გაიხსნება, რეაბილიტაცია ჩაუტარდება საავადმყოფოს.
“მე გაძლევთ პირობას, რომ ყველა სოფელში მივალთ კარგი გზით. ხარაგაული საუკეთესო ადგილია საქართველოში, აქ ყველაზე მშრომელი და კარგი ხალხი ცხოვრობს. იმ ხალხის რაოდენობა კი, ვინც მიჩვეული იყო უშრომელად რაღაცის მიღწევას, ძალიან ცოტაა”, - განაცხადა პრეზიდენტმა.
internet.ge