„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველმა ნომერმა,
მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან ერთად, 2001 წლის
მოვლენებისას დაღუპულების ოჯახებს თბილისიდან მიუსამძიმრა.
ბაქარაძემ დღეს ამერიკის საელჩოსთან გვირგვინი მიიტანა.
„საქართველო და შეერთებული შტატები სტრატეგიული თანამშრომლები არიან, გარდა ამისა, ჩვენ გვაკავშირებს
ადამიანური სიახლოვე და სიმპათია ამ ქვეყანასთან. კიდევ ერთხელ გვინდა ვთქვათ, რომ
ქართველი ხალხი ამერიკის გვერდით დგას“,- განაცხადა ბაქრაძემ.
11 სექტემბერს, ნიუ-იორკში მომხდარი ტერორისტული ტერაქტიდან 11 წელი
გავიდა.
Internet.ge