ირანის პრეზიდენტმა ქვეყნის მტრები გვალვასა და
წვიმის ღრუბლების განადგურებაში სრული სერიოზულობით დაადანაშაულა.
მაჰმუდ აჰმადინეჯადმა განაცხადა, რომ მტრები
მის ისლამურ რესპუბლიკაში გვალვის გამოწვევას ცდილობენ და ირანისკენ
მიმავალ წვიმის ღრუბლებს მიზანმიმართულად ანადგურებენ.
„მტერი ანადგურებს ღრუბლებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნისკენ მოდიან. ეს ომია და ირანი
მასში გაიმარჯვებს,“ - განაცხადა მან.
ირანის ტერიტორია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გვლავიანი ადგილია. სპეციალისტების
თქმით, წლევანდელი უნალექობა მოსავლიანობაზე ნეგატიურად აისახება.
ირანის პრეზიდენტმა გასულ წელსაც განაცხადა, რომ დასავლეთის სახელმწიფოები
შეთქმულებას აწყობდნენ და ქვეყანაში წვიმას ხელოვნურად არ უშვებდნენ.
internet.ge