ლონდონის დასავლეთით
იპოვეს მამაკაცის გვამი, რომელიც სავარაუდოდ, თვითმფრინავიდან ჩამოვარდა, რომელიც
ჰითროუს აეროპორტში ეშვებოდა. მამაკაცი, რომელიც პოლიციის განცხადებით აფრიკელია და 20-დან 30-მდე ასაკის არის,
პორტმან-ავენიუზე იპოვეს.
სამართალდამცველები
ამბობენ, რომ ის არ არის ეკიპაჟის წევრი, ასევე არ ირიცხება მგზავრებშიც.
წინასწარი ვერსიით, ის
არალეგალურად აპირებდა ბრიტანეთში ჩასვლას და თვითმფრინავის შასის ნაწილში
დაიმალა.
ვარაუდობენ, რომ მამაკაცი
600 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა და მიწაზე დაცემამდე გარდაიცვალა, რადგან შასის
ნაკვეთურში ჰაერის ტემპერატურა დიდ სიმაღლეზე ფრენისას მინუს 40 გრადუსამდე ეცემა.
მამაკაცის გვამი შასის
ნაკვეთურში 2012 წელს ბოინგ-747-ზეც აღმოაჩინეს.
Internet.ge