ტიუმენში
ბავშვთა ერთ-ერთი სპეციალიზირებული დაწესებულებიდან 2 წლის პატარა გადმოვარდა. ის
ერთი დღის შემდეგ საავადმყოფოში მძიმე ტრავმების შედეგად გარდაიცვალა.
ბიჭუნამ მიწაზე
დაცემისას ქალა-ტვინის მძიმე დაზიანება მიიღო, ასევე გადაუტყდა ხერხემალი, რის
გამოც ის კომაში იყო.
გამოძიებამ
სისხლის სამართლის საქმე დაწესებულების პერსონალის მიერ პროფესიული მოვალეობების
არაჯეროვნად შესრულების მუხლით აღძრა.
როგორც
დადგინდა, ბიჭუნა, ახალშობილთა და შეზღუდული უნარების ბავშვთა განყოფილებაში,
სადაც ის საერთოდაც არ უნდა მოხვედრილიყო, უფროსების ყურადღების გარეშე დატოვეს.
Internet.ge