დღეს, 16.00 სთ-ზე, იუსტიციის სამინისტროს
ორგანიზებით, მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლ “კარიტასში”,
გაეროს ასოციაციასა და სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის მემორანდუმი
გაფორმდება.
შეთანხმების ფარგლებში, იუსტიციის სამინისტროსა და გაეროს ერთობლივი
„პროექტი ჩემი უფროსი მეგობარი“ მზრუნველობამოკლებულ ბავშვებზეც გავრცელდება და იმ
მოზარდების პრობლემების გადაჭრისაკენ იქნება მიმართული, რომლებიც შემდგომი
აღზრდისა და სწორი პიროვნული განვითარებისათვის უფროსის დახმარებას საჭიროებენ.
მის ფარგლებში მოხალისე
უფროსი მეგობარი 12 თვის განმავლობაში გატარებს გარკვეულ დროს მის უმცროს
მეგობრებთან და ამ ხნის მანძილზე მისცემს მას წარმატებული კარიერისა და ცხოვრების მაგალითს,
დადებითი გავლენას
მოახდენს მის
განვითარებასა და მომავალზე.
internet.ge