კიევში,
სუამ-ის სამდივნოში, დემოკრატიისა
და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია სუამ-ის ეროვნულ კოორდინატორთა საბჭოს 25-ე სხდომა გაიმართება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს
ინფორმაციით, საქართველოს
დელეგაციას
უხელმძღვანელებს
საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, სუამ-ის ეროვნული კოორდინატორი ნიკოლოზ ვაშაკიძე.
აღნიშნული
სხდომის მიზანია ორგანიზაციის ფარგლებში მიმდინარე აქტუალური საკითხების განხილვა, მათ შორის, პოლიტიკური ურთიერთქმედებისა
და უწყებათაშორისი თანამშრომლობის მიმართულებით, ასევე, მიმდინარე წლის სექტემბერში, ქ. ნიუ-იორკში დაგეგმილი სუამ-ის მინისტერიალის მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება.
სუამ-ის წევრი ქვეყნების ეროვნული კოორდინატორები განიხილავენ ორგანიზაციის პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის მიმდინარე პროექტების განხორციელებასა
და სამომავლო პერსპექტივებს.
Internet.ge