"კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების” პროექტის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, ბიზნეს-ცენტრების გახსნა გრძელდება. დღეს ცენტრები დამატებით 11 სოფელში ამოქმედდება.
ბიზნეს-ცენტრები გაიხსნება აბაშის რაიონში, მარტვილის რაიონის რამდენიმე სოფელში, ასევე,
სენაკის რაიონის სოფლებში. ცენტრებში ადგილობრივები დასაქმდნენ და ისინი მოსახლეობას
კომპიუტერის შესწავლაში დაეხმარებიან. გარდა ამისა, ბიზნეს-ცენტრი სოფელში
თანამედროვე ტექნოლოგიების გავრცელებას შეუყობს ხელს.
საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უკვე მუშაობს 31 ბიზნეს-ცენტრი. უახლოეს დღეებში სხვადასხვა რეგიონში კიდევ რამდენიმე ცენტრი
დაიწყებს ფუნქციონირებას.
internet.ge