ნიუ-ჰემფშირის მოქალაქე
ქალბატონი სამართალდამცავებმა 26 საათის განმავლობაში ოთხჯერ დააკავეს. მათი
განცხადებით, ჯოის კოფეი მუსიკის მაღალ ხმაზე მოსმენისა და ლითონის ნივთების სროლისათვის
დააპატიმრეს.
კოფეის პოლიციამ თავდაპირველად
გააფრთხილება მისცა, თუმცა, მეზობლებმა ამის შემდეგ კიდევ სამჯერ დარეკეს ცხელ
ხაზზე და აცნობეს, რომ ქალბატონი კანონს კვლავ არღვევდა.
ჯერჯერობით ვერ
მოხერხდა დაკავებულისაგან ინტერვიუს აღება. როგორც ცნობილია, მოსამართლემ მას
რეკომენდაცია მისცა, რომ შემდეგში მუსიკას ყურსასმენებით უსმინოს.
Internet.ge