საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ს საელჩოს თანამშრომლების დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს
საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს ლიბიის ქალაქ ბენღაზიში შეერთებული შტატების მისიაზე განხორციელებული
თავდასხმისა
და ქ. ბენღაზიში აშშ-ს საელჩოს ოთხი თანამშრომლის, მათ შორის, ლიბიაში აშშ-ს ელჩის კრის სტივენსისა და აშშ-ს საგარეო უწყების ოფიცრის შონ სმიტის ტრაგიკული დაღუპვის გამო.
სამძიმრის
წერილი საგარეო უწყების ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
საქართველოს
საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს, აშშ-ს მთავრობასა და ამერიკელ ხალხს ამ დიდი დანაკარგის გამო.
„ქართული მხარე უერთდება აშშ-ს სახელმწიფო მდივნის განცხადებებს და მკაცრად გმობს აშშ-ს წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს სრულ მზადყოფნას, გააგრძელოს მჭიდრო თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში“,-
ნათქვამია განცხადებაში.
internet.ge