GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სასამართლომ "თავისუფალი საქართველოს“ სარჩელი არ დააკმაყოფილა
11:49 13.09.2012
დღის სიახლეები
2012 წლის 12 სექტემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა პოლიტიკური გაერთიანება "თავისუფალი საქართველოს“ სარჩელის განხილვა, მოპასუხე -  ქალაქ ქუთაისის საკრებულოს წინააღმდეგ, საკრებულოს თავმჯდომარის 2012 წლის 09 აგვისტოს ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ, რომლითაც განსაზღვრული იყო ქალაქ ქუთაისში, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე სუბიექტებისათვის წინასაარჩევნო შეხვედრებისათვის, შენობებისა და საარჩევნო ბეჭდვითი მასალების (პლაკატების) გასაკრავი ადგილები. 

სასამართლომ პოლიტიკური გაერთიანება "თავისუფალი საქართველოს“ სარჩელი არ დააკმაყოფილა, ვინაიდან საქმის განხილვისას დადგინდა, რომ გასაჩივრებული ბრძანებით სააგიტაციო მასალების გაკვრა აიკრძალა ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე არსებულ გარე განათების ბოძებზე და ირ. აბაშიძის გამზირზე, ყოველივე ეს კი ემსახურებოდა მიზანს არ დარღვეულიყო ქალაქის კულტურულ-ეკონომიკური ინტერესები, ცალკეული არქიტექტურული ობიექტების იერსახე და მათი მხატვრულ-ესტეთიკური ღირებულებები. ამავე დროს საკრებულოს თავმჯდომარის 2012 წლის ბრძანება მიღებული იქნა ისე, რომ არ დარღვეულა დისკრეციული უფლებამოსილების პრინციპი, კერძოდ არ დარღვეულა საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა, ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მის მიერ მიღებული ამ გადაწყვეტილებით არ შელახულა არცერთი საარჩევნო სუბიექტის უფლებები და გასაჩივრებული ბრძანებით დადგენილი ადგილები, სადაც ნებადართულია სააგიტაციო მასალის განთავსება, წარმოადგენს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს.

 სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებებზე, რომ მოპასუხის მიერ სტენდების განლაგებისთვის ადგილი შერჩეული იქნა არა მხოლოდ მოსარჩელისათვის, არამედ ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის, რითაც ზუსტად შეასრულა და განახორციელა საარჩევნო სუბიექტებისათვის თანაბარზომიერი მდგომარეობის დაცვის პრინციპი.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. 

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
სოზარ სუბარი: არ უნდა ავყვეთ თამაშს რომელიც კრიმინალურმა სამყარომ შეიძლება შემოგვთავაზოს1
ბიძინა ივანიშვილი: ოპოზიციას ხელისუფლებაში მოსვლის შანსი არ აქვს2
ირაკლი ღარიბაშვილი ეკა ზღულაძეს ხვალ შეხვდება3
ივანიშვილი: მიკვირს რატომ არ ბრუნდებიან სომხები სამშობლოში4
სასამართლომ "თავისუფალი საქართველოს“ სარჩელი არ დააკმაყოფილა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X