ქაიროში დღეს დილიდან მღელვარებაა. აშშ-ის საელჩოსთან ეგვიპტის
უსაფრთხოების ძალები ცდილობენ დაშალონ დემონსტრანტები, რომლებმაც მაგისტრალიც
გადაკეტეს.
აქციის მონაწილეები ცდილობდნენ არ გაეტარებინათ პოლიციის ეკიპაჟები და ერთ
მანქანას, რომელმაც ჯგუფის გარღვევა მაინც მოახერხა, ახალგაზრდებმა ცეცხლი
წაუკიდეს.
სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. შსს-ს მონაცემებით,
დაპირისპირების შედეგად 26 ადამიანი დაზარალდა.
ცნობილი გახდა, ასევე, რომ ხვალ სალაფიტების პარტია, „ძმები
მუსულმანები“ და სხვა ორგანიზაციები ტახრირის მოედანზე მიტინგს გეგმავენ,
რომელშიც, ვარაუდობენ, რომ მილიონი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.
შეგახსენებთ, მღელვარება აშშ-ში გავრცელებულმა ფილმმა გამოიწვია
ისლამზე, რომელიც, ისლამისტთა აზრით, წინასწარმეტყველ მუჰამედს შეუარცხყოფს.
internet.ge