დღეს თავდასხმის ობიექტი გახდა აშშ-ის სალჩოს შენობა იემენშიც.
რელიგიურმა ფანატიკოსებმა, რომლებიც შეიარაღებულებიც იყვნენ, საელჩოს აბრა
ჩამოაგდეს და მის წინ საბურავები დაწვეს, ამის შემდეგ კი რაიონში სროლები დაიწყო.
დემონსტრანტებმა ცეცხლი გაუხსნეს პოლიციას, რომელიც დიპლომატიურ
მისიას იცავდა. გადაუმოწმებელი ინფორმაციით, არის მსხვერპლიც.
ასოშეითედ პრესის ცნობით აგრესორებმა ამერიკის დროშა დაწვეს.
საელჩოს თანამშრომლები სასწრაფოდ ევაკუირებულ იქნენ.
აშშ-ის საელჩოებზე თავდასხმები ეგვიპტეში, ლიბიასა და ტუნისში მოხდა.
დღეს დილიდან ქაიროში პროტესტი ახალი ძალით განახლდა.
internet.ge