სოფელ შრომაში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს
პრეზიდენტმა დაათვალიერა.
მიხეილ სააკაშვილი ადგილობრივებს შეხვდა და მათ სიტყვით მიმართა.
ქვეყნის პირველი პირის განცხადებით,
ხელისუფლება მუშაობს იმაზე, რომ საქართველოში თითოეული ოჯახი იყოს დაცული და დაზღვეული.
„ჩვენ ძალიან სერიოზულად მოვკიდეთ ხელი ინფრასტრუქტურას და ყველაფერს
ბოლომდე მივიყვანთ. მე ჩემ თავს რამდენიმე პირობა მივეცი, პირველი არის ის, რომ
ადგილზე სკოლაა გასაკეთებელი, მეორე ადმინისტრაციული შენობა და კლუბები, გზა, რა თქმა უნდა, ძალიან
მნიშვნელოვანია, მაგრამ ყევლაფერს ვერ წყვეტს, მთავარია დასაქმება, რისთვისაც
ოზურგეთში ძალიან კარგი გადამზადების კოლეჯი გავხსენით“,- განაცხადა
სააკაშვილმა.
internet.ge