აშშ-ის საელჩო გერმანიაში, ტერაქტის საფრთხის გამო, ნაწილობრივ უკვე ევაკუირებულია - იუწყება მედია
ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით.
როგორც გამოცემა Focus წერს, დიპლომატიური მისიის ერთ-ერთმა
წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პირში რკინის გემო იგრძნო მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი
მოქალაქისგან დოკუმენტები ჩაიბარა. ამასთან, პირი, რომელმაც ეს დოკუმენტები
მიიტანა საელჩოში, ახლაც შენობაშია.
შენობაში მუშაობენ მეხანძრეებიც. ისინი ამბობენ, რომ საეჭვო
დოკუმენტაციის საელჩოს შენობაში შეტანის შემდეგ სასუნქთი გზების გაღიზიანება კიდევ
სამმა ადამიანმა იგრძნო.
ახლა შენობას კრიმინალისტები ათვალიერებენ, ისევე, როგორც დოკუმენტების საეჭვო
პაკეტს.
შეგახსენებთ, ამერიკაში გადაღებული მუსულმანთა შესახებ ფილმის გამო
აშშ-ის საელჩოებზე თავდასხმები განხორციელდა რამდენიმე ქვეყანაში, ლიბიაში კი ამ
თავდასხმას ელჩი კრისტოფერ სტივენსი ემსხვერპლა.
Internet.ge