რუსთავის იუსტიციის სახლს ნატოს ელჩები ესტუმრნენ. მაღალი რანგის ხუთ დიპლომატს იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა
დირექტორმა ნინო ჩიჩუამ უმასპინძლა. მან
სტუმრებს
მომსახურების
სივრცეები
დაათვალიერებინა
და
იუსტიციის
სახლის
კონცეფცია
გააცნო.
სპეციალური ტურის ფარლებში დელეგაციის წევრები იუსტიციის სახლების
ფუნქციონირების სპეციფიკას გაეცნენ,
მიიღეს ინფორმაცია სხვადასხვა სერვისების
მიწოდების ხანგრძლივობისა და სტანდარტების, აგრეთვე ონლაინ მომსახურების შესახებ, რომელსაც უწყება
მომხმარებელს გამარტივებულად სთავაზობს. ვიზიტის
ბოლოს
ნატოს ელჩებმა
ფილმი
„მომავლის
საქართველო"
ნახეს,
რომელიც
ქვეყანაში
გატარებულ
და
დაგეგმილ
რეფორმებს
ეხება.
სტუმრებს იუსტიციის სახლის სიმბოლური პასპორტები და საიმიჯო აქსესუარები გადაეცათ.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ნატოს
ელჩები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, რეინტეგრაციის მინისტრსა და უშიშროების საბჭოს მდივანთან,
არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის წარმოამდგენლებთან. იუსტიციის
სახლის გარდა, ისინი გორის სამხედრო ბაზასაც მოინახულებენ.
იუსტიციის სახლი სახელმწიფო სერვისების
სრულიად ახალი კონცეფციის მქონე საჯარო დაწესებულებაა, რომელიც მომხმარებელს
იუსტიციის სამინისტროსა და სხვა უწყებების 300-მდე მომსახურებას გამარტივებულად და
კომფორტულად სთავაზობს. საქართველოში პირველი იუსტიციის სახლი 2011 წლის 26 მაისს,
ბათუმში გაიხსნა. იუსტიციის
სახლის გამარტივებული სერვისებით სარგებლობა ბათუმში, რუსთავში, მესტიაში,
გურჯაანში, ქუთაისში, ოზურგეთში, ახალციხესა და მარნეულშიც არის შესაძლებელი. 2012
წლის ბოლომდე სერვისცენტრები თელავში, გორში და თბილისში გაიხსნება.
internet.ge